პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ პომპეომ შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პომპეომ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც ის გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ".